loader

ქართული კოჰაბიტაცია ამერიკის თვალით - "პალიტრა ტვ"-ის რეპორტაჟი აშშ-დან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული კოჰაბიტაცია ამერიკის თვალით - "პალიტრა ტვ"-ის რეპორტაჟი აშშ-დან

ახალი გუნდი მთავრობაში და პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიიდან - ეს დღევანდელი ქართული რეალობაა. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის შემდეგ, საქართველო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა - დასავლეთში კოჰაბიტაცია რომ უწოდეს. ცივილიზებულ სამყაროს ამ გამოცდის შედეგებიც აინტერესებს. ჩათვლა საკანონმდებლო დონეზე ჩაწერილია, აღმასრულებელზე - ჯერ ვერა. აშშ-ში ამბობენ, რომ კოჰაბიტაციის აუცილებლობას გარემო პირობები აჩენს.

კოჰაბიტაცია, მისი კლასიკური გაგებით, ამერიკის მსგავსად, საქართველოსთვისაც რთული აღმოჩნდა. მოქმედ პრეზიდენტს, რომელთან თანამშრომლობაც ახალ მთავრობას ასე უჭირს, ვადა სამ თვეში ეწურება. წინ საპრეზიდენტო არჩევნებია - მორიგი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის.

როგორ აფასებენ კოჰაბიტაციის პროცესს ამერიკელი ექსპერტები და კონგრესმენები და როდის მუშაობს მსგავსი ტიპის თანამშრომლობა აშშ-ში - "პალიტრა ტვ"-ს რეპორტაჟი ამერიკიდან.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად georgianews.ge-ზე