loader

ქობულეთის პოლიციას მოქალაქე ცემაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთის პოლიციას მოქალაქე ცემაში ადანაშაულებს

მოქალაქე მიხეილ გალოგრე ქობულეთის პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 31 ივლისს გვიან ღამით ქობულეთში, რესტორან "ზევაში" მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც სომხეთის ორი მოქალაქე და ქობულეთის ერთი მკვიდრი დაიჭრა.

როგორც მიხეილ გალოგრემ ბრიფინგზე აღნიშნა, ის რესტორანში მეგობარ გიორგი გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე რესტორანი დატოვა. გალოგრე განმარტავს, რომ ყვირილის ხმა შემოესმა, რესტორანთან დაბრუნდა და გიორგაძის დახმარებას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა. "მთელი ღამის განმავლობაში ვითხოვდი, ტელეფონზე დამარეკინეთ, დედაჩემს გული აწუხებს და გაიგოს რომ ცოცხალი ვარ. საპირფარეშოშიც არ მიშვებდნენ. მცემდა ძირითადად სამი ადამიანი. მათგან ორი სულ სისტემატიურად შემოდიოდა და მცემდა", - აღნიშნა გალოგრემ.

"საქართველოს ანტიკორუფციული პალატის" ხელმძღვანელი პაატა შავაძე მიხეილ გალოგრეს ფაქტთან დაკავშირებით ქობულეთის რაიონული სამმართველოს უფროსის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს. როგორც შავაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გალოგრე ხელბორკილებით მიიყვანეს სამმართველოში, თუმცა მისი დაკავების და ჩხრეკის ოქმი არ არსებობს. პაატა შავაძის თქმით, ინფორმაციის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქობულეთის სამმართველოს სამორიგეო მთავარ წიგნში არ წერია გალოგრეს დაკავების შესახებ.