loader

რამაზან-ბაირამის ლოცვა ბათუმის მეჩეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამაზან-ბაირამის ლოცვა ბათუმის მეჩეთში

ბათუმის მეჩეთში რამაზან-ბაირამის ლოცვა შესრულდა. მუსლიმანური სამყარო 30-დღიანი მარხვის შემდეგ რამაზან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმში მცხოვრები მორწმუნეები მეჩეთში დილის 07:00 საათზე შეიკრიბნენ და ბაირამის ლოცვა შეასრულეს.

მუსლიმებისთვის რამაზან-ბაირამის მისალოცად, მეჩეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მივიდნენ. ამ უკანასკნელმა მუსლიმებს პრემიერ-მინისტრის მილოცვა გადასცა.

რამაზან-ბაირამის საზეიმო ლოცვა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ ჩაატარა. მან მუსლიმებს ბაირამი მიულოცა და 2008 წლის 8 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებზე მწუხარება გამოთქვა.

რამაზან-ბაირამს 30-დღიანი მარხვა უსწრებდა. რამაზანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდებაა. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე მუსლიმები მარხულობენ. რამაზანი წელს 9 ივლისს დაიწყო და დღეს რამაზან-ბაირამის დღესასწაულით დასრულდა. ბაირამი სამ დღეს გაგრძელდება, რა დროსაც მორწმუნეები წინაპრების საფლავებს მოინახულებენ და ნათესავებს მოიკითხავენ.