loader

2008 წლის აგვისტოს ომი 4 ფოტორეპორტიორის თვალით - გამოფენა ოკუპაციის მუზეუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2008 წლის აგვისტოს ომი 4 ფოტორეპორტიორის თვალით - გამოფენა ოკუპაციის მუზეუმში

საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში ფოტოგამოფენა სახელწოდებით "2008 წლის აგვისტოს ომი" გაიხსნა. რუსეთ-საქართველოს ომის ხუთი წლისთავზე ოკუპაციის მუზეუმში წარმოდგენილია საომარი მოქმედებების დროს, კონფლიქტის ზონაში მყოფი ფოტორეპორტიორების, გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძის, ივანე შლამოვის და ზურაბ ქურციკიძის ფოტომასალა, რომელის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ომში დაღუპულ ჟურნალისტებს ეძღვნება.

ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

გამოფენის ერთ-ერთი ავტორის, გიორგი აბდალაძის განცხადებით, მუზეუმში გამოფენილია 70-მდე ფოტომასალა, რომლებშიც ასახულია როგორც ომის დროს განვითარებული მოვლენები, ასევე მისი შემდგომი პერიოდი.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად