loader

პრეზიდენტმა ომში დაღუპული გმირების შვილები ბათუმში გაასეირნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტმა ომში დაღუპული გმირების შვილები ბათუმში გაასეირნა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირების მეუღლეებს და შვილებს ბათუმი დაათვალიერებინა. პრეზიდენტმა გმირების შვილებთან ერთად პიაცას მოედანზე გაისეირნა, შემდეგ კი მათ ბათუმის "მაკდონალდსში" უმასპინძლა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბათუმი თითქმის მთლიანად 2008 წლის ომის შემდეგ აშენდა. მისივე თქმით, დაღუპულ გმირთა თავგანწირვით მოხდა ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენა: "ამათი მშობლების, ბიძების, ოჯახის წევრების გმირობის, თავგანწირვის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის შექმნა. რა შეიცვალა საქართველოში. შეიცვალა თუნდაც ის, რომ საქართველო გადარჩა და არაოკუპირებულ ნაწილში შეგვაქმნევინა ეს სასწაულები, რათა მომავალში ოკუპირებული ნაწილებიც დავიბრუნოთ, იმისთვის, ვისაც ეგონა, რომ ამათი თავგანწირვა იყო სულელური", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.