loader

ქმარმა ცოლი მოკლა და მოკლულის ფოტო ფეისბუქზე ატვირთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქმარმა ცოლი მოკლა და მოკლულის ფოტო ფეისბუქზე ატვირთა

ფლორიდაში 31 წლის მამაკაცმა დერეკ მედინამ მეუღლე - 26 წლის ჯენიფერ ალფონსო მოკლა და მოკლული ქალის ფოტო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა.

"მე ციხეში მივდივარ, ალბათ სასიკვდილო განაჩენს გამომიტანენ ჩემი ცოლის მკვლელობის გამო. მიყვარხართ მეგობრებო, მომენატრებით. მალე ახალ ამბებში მიხილავთ. ჩემი ცოლი მცემდა და აღარ შემეძლო ამის მოთმენა. იმედია გამიგებთ", - ასეთი შეტყობინება დატოვა მკვლელმა თავის გვერდზე. მედინამ მეუღლე იარაღით, რამდენიმე გასროლით მოკლა. როგორც პოლიცია იტყობინება, მკვლელმა გამოიცვალა სისხლიანი ტანსაცმელი და სამართალდამცველებს განყოფილებაში მიაკითხა.

ფოტომ მამაკაცის ფეისბუქ-მეგობრები შოკში ჩააგდო. სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ პოლიციის მითითებით რამდენიმე საათში გააუქმა მედინას და მისი მეუღლის გვერდები. წყვილს 10 წლის ქალიშვილი ჰყავს.


ასევე იხილეთ:

ქმარმა ცოლის თვითმკვლელობა გადაიღო

ქალმა ქმარს პენისი მოაჭრა

ქმარმა ცოლის ისტერიკა youtube-ზე ატვირთა და სანაცვლოდ განქორწინება მიიღო