loader

კახეთში ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული აკაკი ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა წუხელ გვიან ღამით, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში, წმ. სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესიაში ფარულად შეაღწია და შესაწირის ყუთიდან ფული მოიპარა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მიმდინარეობს ქურდობის ფაქტზე სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო.