loader

შსს წალენჯიხაში სამაშველო ოპერაციას ატარებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს წალენჯიხაში სამაშველო ოპერაციას ატარებს

წალენჯიხის რაიონში შინაგან საქმეთა სამინისტრო სამაშველო ოპერაციას ატარებს. შსს-ს ინფორმაციით, ქართველ მოყვარულ მთამსვლელთა ჯგუფი წალენჯიხის რაიონში მდებარე "ჭითაგვალას" მწვერვალისკენ მიდიოდა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი 3 200 მეტრის სიმაღლიდან დაგორდა. მთასვლელმა სხეულის დაზიანებები მიიღო, ექსპედიციის სხვა წევრებმა კი გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.

"ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველები, ამავე სამმართველოს უფროს გიორგი ძაგნიძის ხელმძღვანელობით, სრული სამთო სპეცაღჭურვილობით განაგრძობენ საძიებო ღონისძიებებს "ჭითაგვალას" სიახლოვეს მდებარე ყველა ხევსა და ფერდობზე", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

სამაშველო-საძიებო ოპერაცია თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენით ტარდება.