loader

"მიშიკო გამოდი" - პრეზიდენტს ზუგდიდის რესტორანში ყოფნა არ დასცალდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიშიკო გამოდი" - პრეზიდენტს ზუგდიდის რესტორანში ყოფნა არ დასცალდა

გუშინ 10 აგვისტოს გვიან ღამით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის ერთ-ერთ რესტორანში, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა. მათ შორის იყო საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე.

რესტორან "დიარონთან" ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" წარმომადგენლის, კახა მიქაიას ხელმძღვანელობით მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა. აქცია რესტორანში პრეზიდენტის მისვლამდე დაიწყო და იქამდე გაგრძელდა, სანამ დელეგაციამ "დიარონი" არ დატოვა.

"გამოდი მიშიკო, გამოდი. უკანა კარიდან არ გაიქცე"; "გამოდი მიშა! მკვლელო, ნაძირალა" - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, სანამ პრეზიდენტმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ტერიტორია დატოვეს.

აქციის ამსახველ ვიდეომასალას ტლეკომპანია "იმედი" ავრცელებს.