loader

ქართველი სამხედროები ამერიკულ ხომალდზე წვრთნებს გადიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი სამხედროები ამერიკულ ხომალდზე წვრთნებს გადიან

ბათუმის ნავსადგურში 10 აგვისტოს შემოსულ ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილ ხომალდ "ბალკლიზე" (Bulkeley) ქართველი სამხედროები წვრთნებს გადიან. ბათუმის სანაპირო დაცვის უფროსის მოადგილის შოთა მიროტაძის თქმით, ამერიკული ხომალდის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სწავლებები სანაპირო დაცვის პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით.

წვრთნები შეეხება გემის ძრავის შეკეთებას, გემის მართვას, პირველად სამედიცინო დახმარებას და აბორდაჟს ანუ გემის სწრაფ დაპყრობას. როგორც "ბალკლის" კაპიტანმა მეტ ფილიპსმა განაცხადა, ამერიკელი სამხედროები ქართველ კოლეგებს გემის მართვის შესახებ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ამერიკული სამხედრო-საზღვაო ხომალდი "ბალკლი" ბათუმის ნავსადგურს 13 აგვისტოს დატოვებს.