loader

დაკარგულ დარეჯან დიასამიძეს მეხუთე დღეა უშედეგოდ ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკარგულ დარეჯან დიასამიძეს მეხუთე დღეა უშედეგოდ ეძებენ

ბათუმთან ახლომდებარე სოფელ ახალშენიდან დაკარგულ 17 წლის დარეჯან დიასამიძეს მე-5 დღეა უშედეგოდ ეძებენ. როგორც მშობლები აცხადებენ, პოლიციის მუშაობით კმაყოფილი არიან, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ არის.

როგორც გოგონას დედამ ლამზირა მახარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პოლიცია გოგონას დღეს 06:00 საათიდან აჭარის მაღალმთიან კურორტზე ბეშუმსა და მის შემოგარენში ეძებს. დღეს ბეშუმში შუამთობის დღესასწაული იმართება. ოჯახი იმედოვნებს, რომ ბეშუმში ხალხმრავლობაა და შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ინფორმაცია გოგონას შესახებ.

როგორც დარეჯან დიასამიძის ბებია ნარი დიასამიძე ვარაუდობს, მის შვილიშვილს მშობლებთან დარეკვის საშუალება არ აქვს. "გონება არ ჰქონდეს დაკარგული ან ჩაკეტილში არ იყოს, ვინმეს არ ჰყავდეს გამომწყვდეული, თორემ აქამდე მშობლებს მოიკითხავდა, დარეკავდა. ალბათ არ შეუძლია, რომ შემოგვეხმიანოს, გთხოვთ დაგვეხმარეთ", - აღნიშნა ნარი დიასამიძე.

17 წლის დარეჯან დიასამიძე 7 აგვისტოს, დილის 10:00 საათის შემდეგ გაუჩინარებულია. გოგონას სამძებრო ღონისძიებებში შსს-ს ქვედანაყოფებია ჩართული.