loader

ივანიშვილის და ნორლანდის რეაქციები სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ივანიშვილის და ნორლანდის რეაქციები სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბათუმში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე მიღებას ერთად დაესწრნენ. მათ გარდა მიღებაზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ამერიკის ელჩთან და მთავრობის წევრებთან ერთად სამხედრო ხომალდის დათვალიერების შემდეგ, პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. კადრებში, რომელსაც ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს ჩანს რიჩარდ ნორლანდის და ბიძინა ივანიშვილის რეაქციები მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს. როგორც ჩანს, პრეზიდენტს სიტყვა გაუგრძელდა, რასაც პრემიერის და ელჩის უჩვეულო რეაქციები მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად georgianews.ge-ზე

ასევე იხილეთ: "მოგიხერხებ რომ იშოვო" - რას დაპირდა პრეზიდენტი პრემიერს