loader

"მოგიხერხებ რომ იშოვო" - რას დაპირდა პრეზიდენტი პრემიერს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოგიხერხებ რომ იშოვო" - რას დაპირდა პრეზიდენტი პრემიერს

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე გამართულ მიღებაზე ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გაისაუბრეს. პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა რას ნიშნავდა მიხეილ სააკაშვილის გულზე დამაგრებული წითელი ყაყაჩო. "რა გიკეთია გულზე? რა არის ეს, რას ნიშნავს", - იკითხა ბიძინა ივანიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა კი უპასუხა: "მოგიხერხებ, რომ იშოვო". "ეს არის მახსოვრობა ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების", - უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა.

მიღებას ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და სხვები.

მიღების კადრების ნაწყვეტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge

ასევე იხილეთ: ივანიშვილის და ნორლანდის რეაქციები სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს