loader

"არა - ერთსქესიან ქორწინებას" - "ქრისტიან-დემოკრატები" ხელმოწერებს აგროვებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არა - ერთსქესიან ქორწინებას" - "ქრისტიან-დემოკრატები" ხელმოწერებს აგროვებენ

"ქრისტიან-დემოკრატები" ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვას საკონსტიტუციო დონეზე ითხოვენ. ამ მიზნით მოძრაობა უკვე ერთი კვირაა საქართველოს მასშტაბით ხელმოწერებს აგროვებს. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები დღეს მეტროსადგურ "თავისუფლებასთან" შეიკრიბნენ.

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი თარგამაძის განცხადებით, ყველა იმ ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, ვისაც არ სურს, თავისი ქვეყნისა და ოჯახის მომავალი ეჭვქვეშ დადგეს.

"ეს საკონსტიტუციო ცვლილება მოახდენს ერთსქესიანი ქორწინებების სრულ პრევენციას საქართველოში. ეს აღარ მოხდება, თუ მოვახერხებთ ამ საკონსტიტუციო ცვლილების გატანას და მოვახერხებთ აუცილებლად, რადგან მას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა" - აღნიშნა თარგამაძემ.