loader

23 წლის რუსი რეპერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

23 წლის რუსი რეპერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

23 წლის რუსი რეპერი ევგენი მელკონიანი, სასცენო სახელით Jenee, რომელიც პოპულარული გახდა რეპერ Тимати-სთან ერთად შესრულებული სიმღერით "Давай, до свиданья", მოსკოვში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

რეპერი "ბმვ"-ს მარკის ჯიპით ანდროპოვის პროსპექტზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, როცა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, საპირისპირო ხაზზე გადავიდა და "ფორდის" მარკის ავტომობილს შეასკდა. როგორც გაირკვა, რეპერი მეგობრებთან ერთად დილის 6 საათზე კლუბიდან ბრუნდებოდა. ავარიის დროს ორივე მანქანაში 9 ადამიანი იჯდა. დაიღუპა "ფორდის"  მძღოლი, 43 წლის მამაკაცი. დანარჩენი მგზავრები მძიმე დაზიანებებით სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.