loader

ახალაიას პროცესი და ინციდენტები სასამართლოს ეზოში - დაკავებულია ორი პირი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალაიას პროცესი და ინციდენტები სასამართლოს ეზოში - დაკავებულია ორი პირი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა. საქალაქო სასამართლოს ეზოში არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც ერთ-ერთ საქმეზე ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელ განაჩენს აპროტესტებდნენ და ამ მიზნით სასამართლო ეზოში საპროტესტო ლოზუნგებით მივიდნენ - "ბაჩო ახალაია შენი ადგილი სანაგვეზეა", "ცოცხები, ცოცხები, ცოცხები ჩქარა", "რეჟიმი უნდა გასამართლდეს".

სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა აქციის მონაწილეებსა და ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად იყვნენ მისული სასამართლოში.

დღის განმავლობაში მომხდარი ინციდენტების გამო სამი პირი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული ფრიდონ მერებაშვილი 100-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს. დაკავებულია ბაჩო ახალაიას საწინააღმდეგო აქციაზე მყოფი გიორგი გაბედავა. დაკავებულია ახალაიას მხარდასაჭერად მისული ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელი ონისე გერგედავა.

იხილეთ ინგლისურად

ასევე იხილეთ: პატრული გიორგი გაბედავას: "მიდი, ჩასვი, 50-ლარიანი"