loader

საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში არავითარი ბუფერი არ სჭირდება - ბიძინა ივანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში არავითარი ბუფერი არ სჭირდება - ბიძინა ივანიშვილი

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში არავითარი ბუფერები არ სჭირდება. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა "ამერიკის ხმის" კორესპონდენტთან, ჯეიმს ბრუკთან ინტერვიუში განაცხადა. ვიდეოჩანაწერიდან მცირე ნაწყვეტი "ამერიკის ხმის" ქართულ ვებ-გვერდზე დღეს განთავსდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის, რომ აფხაზეთი გამოიყენება, როგორც ბუფერი საქართველოსა და რუსეთს შორის და "თუ მართლა ამის მსგავსი არსებობს, ეს ილუზიაც უნდა დაიმსხვრეს".