loader

პატიმარი სიკვდილით დასაჯეს მთელი სოფლის თვალწინ (+16) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატიმარი სიკვდილით დასაჯეს მთელი სოფლის თვალწინ (+16)

13 აგვისტოს, ერთ-ერთ ჩინურ ინტერნეტპორტალზე გავრცელებულმა ვიდეომ მთელი მსოფლიო შეძრა. ორ დღეში ვიდეო სამ მილიონამდე ადამიანმა ნახა. კადრებში ჩანს პოლიციის მანქანები, რომლებიც სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დგანან. სამართალდამცველებს მანქანიდან პატიმარი მამაკაცი გადმოჰყავთ, რომელსაც ერთი გასროლით კლავენ. ამ ყველაფერს ამაღლებულ გორაკზე შეკრებილი სოფლის მოსახლეობა მშვიდად უყურებს, ბევრი მათგანი სიკვდილით დასჯის პროცესს იღებს კიდეც. როგორც Wall Street Journal-ი იუწყება, კადრები 2012 წელსაა გადაღებული, ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში.

Amnesty International-ის 2012 წლის მონაცემებით, ჩინეთი სიკვდილით დასჯის მაჩვენებლით მსოფლიო "ლიდერია". ხშირ შემთხვევაში, პატიმარს სიკვდილით ისე სჯიან, რომ ამის შესახებ ოჯახი ინფორმირებულიც არ არის. მხოლოდ გასულ წელს ჩინეთში 3 ათასი პატიმარი დასაჯეს სიკვდილით, მაშინ, როცა 2012 წელს დანარჩენ მსოფლიოში სიკვდილით დასჯის 682 შემთხვევა დაფიქსირდა.


ასევე იხილეთ:

Discovery-მ სიკვდილით დასჯა შოუდ აქცია

"მოლაპარაკე მკვდარი" - ჩინური რეალური შოუ სიკვდილმისჯილთა საკნიდან