loader

პატარა დიღმის მოსახლეობა ხეების გაჩეხვას აპროტესტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატარა დიღმის მოსახლეობა ხეების გაჩეხვას აპროტესტებს

პატარა დიღმის მოსახლეობამ თბილისის პოლიციის სამმართველოსთან "ჯითი მოტორსის" მიმდებარე ტერიტორიაზე პროფილაქტიკის მშენებლობა გააპროტესტა. როგორც საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, "ჯითი მოტორსი" დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფილაქტიკის აშენებას აპირებს, რის გამოც ხეების გაჩეხვა ხდება.

"აქ ჩვენ მოწყობილი გვაქვს ბავშვების დასასვენებელი ბაღი და ასევე, საკუთარი ხელით გაშენებული გვაქვს ხეხილი, თუმცა "ჯითი მოტორსის" ხელმძღვანელობას სურს, ეს ბაღი გაგვიუქმოს. ასევე, აპირებენ დარგული ხეხილის გაჩეხვას", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის ორგანიზატორის, თბილისის გარემოს დაცვის საქალაქო კომიტეტის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, საკრებულომ არ უნდა დაუშვას პატარა დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე "ჯითი მოტორსის" მხრიდან პროფილაქტიკის მშენებლობა, რადგან მოსახლეობას დასასვენებელი პარკი სჭირდება.