უდედმამოდ დარჩენილი 6 და-ძმა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
ცოტა ხნის წინ თბილისში მარტოხელა მრავალშვილიანი დედა, ჟანა მიქოიანი უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. ქალი, თავის ხუთ შვილთან ერთად, გარდაცვლილი მეგობრის დაობლებულ ბიჭუნასაც ზრდიდა. საშვილოსნოს სიმსივნის დიაგნოზით, 47 წლის ქალმა მხოლოდ 9 თვე იცოცხლა.
ავლაბარში, ქეთევან წამებულის #10-ში მდებარე იტალიური ეზოს ერთ-ერთ კუთხეში, კიბეს მიწის ქვეშ, სარდაფში მივყავართ. შესვლისთანავე ისეთი უჰაერობა გახრჩობს, რომ წარმოდგენაც გიჭირს, როგორ შეიძლება აქ ვინმე ცხოვრობდეს. არადა, ცხოვრობენ, ჟანას შვილები - უდედმამოდ დარჩენილი 6 და-ძმა.
ოთახი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, სახლის სარდაფია და საკანალიზაციო მილები პირდაპირ ოთახში გადის. მიწურს ერთადერთი სარკმელი აქვს, ისიც ძლივს სცდება სავალი გზის ზედაპირს, საიდანაც ავდარში წვიმის წყალი ღვარად მოდის.
"სახლში" ახლა მხოლოდ 19 წლის თამუნა და 11 წლის თინა არიან. დედის გარდაცვალების შემდეგ პატარა და-ძმებს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნათ. ამიტომ ერთ-ერთმა საქველმოქმედო ფონდმა ისინი ცოტა ხნით თბილისიდან დასასვენებლად გაიყვანა. ობლად დარჩენილი და-ძმების დედობა ახლა თამუნას უწევს.
იხილეთ სტატია "კვირის პალიტრაზე": მრავალშვილიანი დედა უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა
ავტორი: ემა ტუხიაშვილი
დახმარების მსურველნი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თამუნა ვაშაკიძეს: 598 70 72 03
იხილეთ: "კვირის პალიტრამ" მათი ცხოვრება შეცვალა