loader

ლადო პაპავა თსუ-ს რექტორი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლადო პაპავა თსუ-ს რექტორი გახდა

თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა გახდა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საარჩევნო უბანი 14.00 საათზე გაიხსნა. თსუ-ში ახალი, რიგით 28-ე რექტორი აირჩიეს.

არჩევნებზე რეგისტრირებული 14 კანდიდატიდან კენჭს იყრიდა 13 კანდიდატი: ვლადიმერ პაპავა, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მედეა ჩუხუა, მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია და დავით გოცირიძე.

კიდევ ერთმა კანდიდატმა, მარინა ჩიტაშვილმა ლადო პაპავას სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.
ახალი რექტორი ფარული კენჭისყრით აირჩიეს. ლადო პაპავამ 10 ხმა მიიღო, 2 ხმა კი - ირმა რატიანმა.