loader

ქაღალდის პარკები პოლიეთილების პარკების ნაცვლად - "ბიბლუსის" ახალი ინიციატივა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქაღალდის პარკები პოლიეთილების პარკების ნაცვლად - "ბიბლუსის" ახალი ინიციატივა

"იყავი "ბიბლუსელი", დაიცავი გარემო! " - მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" ახალ მომსახურებას გთავაზობთ: ქაღალდის პარკები პოლიეთილების პარკების ნაცვლად. სულ ახლახანს, პირველად "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში, მეორადი გადამუშავების ქაღალდებისგან დამზადებული პარკები გამოჩნდა.

გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი "ბიბლუსის" წამოწყებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ცნობიერების ამაღლებისთვის. იგი ამბობს, რომ მსგავსი ინიციატივები გრძელვადიან შედეგებს ემსახურება. რეზო გეთიაშვილის თქმით, პოლიეთილენის პარკების გამოყენებას მრავალი უარყოფითი მხარე აქვს, რადგან ის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნარჩენს წარმოადგენს.

სტასტიკის თანახმად, მსოფლიოში 1 წამის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი პოლიეთილენის პარკი იყრება, რომელიც ბუნებაში 1000 წელზე მეტხანს რჩება. პოლიეთილენის მოხმარების შემცირების და მისი ქაღალდის პარკებით ჩანაცვლების პროპაგანდა დღეს მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. "ბიბლუსი" ახალი ინიციატივით სწორედ ამ წამოწყებას უერთდება.