loader

მე არ ვიყავი გულგრილი სასჯელაღსრულების სფეროს მიმართ - ხათუნა კალმახელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მე არ ვიყავი გულგრილი სასჯელაღსრულების სფეროს მიმართ - ხათუნა კალმახელიძე

"თუკი ვინმეა დაინტერსებული ციხეებთან დაკავშირებული მოვლენების გამოძიებით, პირველ რიგში ვარ მე", - აღნიშნული განცხადება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ მთავარი პროკურატურის დატოვების შემდეგ გააკეთა.
ჟურნალისტებთან საუბრისას კალმახელიძემ რამდენჯერმე დააფიქსირა, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ყოფილი მინისტრი პროკურატურის მხრიდან დასმულ კითხვებს არ აკონკრეტებს, მაგრამ აცხადებს, რომ ყველა მათი შეკითხვა იყო ადეკვატური და საჭირო. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა პროკურატურაში არ იქნება ერთადერთი და სავარაუდოდ, მას აღნიშნულ უწყებაში მოსვლა კვლავ მოუწევს.

გარდა ამისა, კალმახელიძემ მისი მინისტრობის პერიოდში პენიტენციალურ სისტემაში გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა.

იხილეთ: ხათუნა კალმახელიძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა