loader

"მაესტროდან" ჟურნალისტების წასვლა ჩემთვის მოულოდნელი იყო - მამუკა ღლონტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაესტროდან" ჟურნალისტების წასვლა ჩემთვის მოულოდნელი იყო - მამუკა ღლონტი

ტელეკომპანია "მაესტრო" ამ ეტაპისთვის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების გარეშეა დარჩენილი, - ამის შესახებ "პალიტრა ტვ"-ს არხის ერთ-ერთმა მფლობელმა, მამუკა ღლონტმა განუცხადა.

"ტელეკომპანია "იმედში" გადავიდნენ: თეა სიჭინავა, არხის თოქ-შოუების მთავარი პროდიუსერი, არხის საინფორმაციოს მთავარი რეჟისორი, პოლიტიკური განყოფილების თითქმის ყველა პროდუსერი. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ნინო ჟიჟილაშვილთან და ეჭვი მაქვს, ძალიან ბევრ ადამიანთან, ვინც "მაესტროს" ეთერში ჩანს. ამ ეტაპისთვის "მაესტრო" საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების გარეშეა დარჩენილი და გამოცარიელებულია მთლიანად. ასევე ვიცი, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს საინფორმაციოს ჟურნალისტებთან, თუმცა ამას ვერ დავადასტურებ და არ მინდა ჭორაობა გამოვიდეს. იმედი მაქვს, რომ საინფორმაციოს მთავარი ბირთვი შენარჩუნდება, მაგრამ რაც შეეხება თოქ-შოუების განყოფილებას, ასეთი კატასტროფული ვითარება გვაქვს", - განაცხადა მამუკა ღლონტმა.

მომხდარის მიზეზს ღლონტი "იმ ზედმეტ ფულში ხედავს, რომელიც "იმედს" ბიუჯეტში 16 მილიონის გადაუხდელობის გამო აქვს". მან აქვე აღნიშნა, რომ არც ერთ ჟურნალისტზე და არც ერთ იმ ადამიანზე, რომელიც "მაესტროდან" წავიდა, ნაწყენი არ არის და უშუალოდ მათთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.