loader

თბილისში დაბრუნებულმა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში მრევლი დალოცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში დაბრუნებულმა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში მრევლი დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან თბილისში დაბრუნდა. უწმინდესს და უნეტარესს აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლი დახვდა. მათ პატრიარქი აეროპორტიდან გალობით სამების საკათედრო ტაძრისკენ გააცილეს. პატრიარქს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომენტარი არ გაუკეთებია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, გერმანიაში 4 აგვისტოდან იმყოფება, სადაც ქალაქ ბად ჰერენალბის გამაჯანსაღებელ ცენტრში მკურნალობის კურსს გადიოდა.