loader

ხაშურში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხაშურში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო

ხაშურში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო."რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მოზარდი სარწყავ არხში საბანაოდ თანატოლებთან ერთად წავიდა და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო.

მისი დახმარება თანატოლებმა სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს. ხაშურის სამაშველო სამსახურში შეტყობინება გუშინ, საღამოს 18:00 საათზე შევიდა. ოთხსაათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის 14 წლის ბიჭის ცხედარი საკუთარ სახლშია გადასვენებული.