loader

"აი, ეკლესია, აი, ჯვარი და აი, ფუნიკულიორი" - პრეზიდენტი ბათუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აი, ეკლესია, აი, ჯვარი და აი, ფუნიკულიორი" - პრეზიდენტი ბათუმში

ხალხი, რომელიც ბათუმის ფუნიკულიორს კმაყოფილი სახით ხსნის, ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს არ აშენებულიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის საბაგირო გზის და ფუნიკულიორის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეკლესიების მნგრეველს ეძახდნენ, თუმცა ფუნიკულიორზე ეკლესიის მშენებლობა დასრულებულია.

"გახსოვთ ის ტყუილები, რომ სააკაშვილმა ეკლესია დაანგრია. ეკლესიის მნგრეველი, საზიზღარია. დღემდე იმეორებენ "ასავალ-დასავლის" კლიშეებს, რომ ეკლესიის მნგრეველია. სად არის აბა დანგრეული ეკლესია? აი, ეკლესია, ჯვარი და ფუნიკულიორი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ბათუმში უცხოელი ტურისტების მატებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ტურისტების ხარჯზე სულდგმულობს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ტურიზმს ხელოვნური სტიმულირებაც სჭირდება. "დღეს საქართველოს ეკონომიკას ერთადერთი, რაც ასულდგმულებს, ეს არის ტურიზმი. გაიცემა ხელფასები, პენსიები და არსებობს ბიუჯეტი, ეს არის ამ ტურისტების ხარჯზე. ამას სჭირდება მეტი წყლის დასხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მცენარე დაჭკნება, რაც ამ წლებში იფურჩქნებოდა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.