loader

იარაღის და ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში 3 პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იარაღის და ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში 3 პირი დააკავეს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საბურთალოს ქუჩაზე სამი პირი: 1985 წელს დაბადებული ლუკა გ. ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1981 წელს დაბადებული გიორგი ს. და 1985 წელს დაბადებული ლაშა ს. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, ე. წ. ნარკოკომის შესახებ მიღებული შეტყობინების გადამოწმებისას, საბურთალოს ქუჩაზე, ლუკა გ-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში სტუმრად მყოფი გიორგი ს. უგონო მდგომარეობაში დახვდათ. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ "ემერჯენსის" კლინიკაში გადაიყვანა. აღნიშნულ ბინაში ასევე იმყოფებოდნენ თავად ლუკა გ. და ლაშა ს, რომლებიც ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, "ოპიუმის" ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ლუკა გ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და 2 ერთჯერადი შპრიცი ამოიღეს, რომლებშიც 0,0321 გრ "ჰეროინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად