loader

რამდენი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი და რომელი უმაღლესი სასწავლებელი ლიდერობს წელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი და რომელი უმაღლესი სასწავლებელი ლიდერობს წელს

წელს 28 401 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გამოცდებში 42 000 აბიტურიენტი იღებდა მონაწილეობას, აქედან დაახლოებით 13 700 აბიტურიენტმა არსებული ბარიერი ვერ გადალახა და ჩაიჭრა.

მისივე თქმით, წინა წლებთან შედარებით საქართველოში ყველაზე მეტი აბიტურიენტი წელს გახდა სტუდენტი, კერძოდ, 28 401 აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები იმ დროს, როდესაც წინა წლებში მათი რაოდენობა დაახლოებით 24 000 იყო.

ამასთან, მიმინოშვილის ინფორმაციით, დაახლოებით 9 000 სტუდენტმა მიიღო სახელმწიფო დაფინანსება, აქედან ას პროცენტიანი დაფინანსება დაახლოებით 4 500 სტუდენტს ექნება.

ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით, წელს პირველად ყველაზე რეიტინგული უმაღლესი სასწავლებელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ჩარიცხულთა სიები) დღეს გამოქვეყნდა. ამასთან დღეიდან მუშაობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი - 2 47 33 33. ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც - ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.