loader

კორიდის მოყვარულებმა და მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს ცხვირ-პირი გაუერთიანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორიდის მოყვარულებმა და მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს ცხვირ-პირი გაუერთიანეს

საფრანგეთის სამხრეთში, რიონ-დე-ლანდში, კორიდის მოყვარულები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეტაკების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათგან ერთს თავის ქალა აქვს ჩატეხილი და მძიმე მდგომარეობაშია. ორივე მხარის წარმომადგენლები აპირებენ, ერთმანეთს პოლიციაში უჩივლონ.

"ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი ახლა კომაშია. ის არენის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სცემა. ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. პოლიციაში განცხადება უკვე შევიტანეთ", - ამბობს ხარების ბრძოლის ამკრძალავი კომიტეტის წარმომადგენელი ჟან-პიერ გარიგი.