loader

შეხლა-შემოხლა ადიგენში - მეჩეთის მინარეთის დემონტაჟის დროს 20 ადამიანი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეხლა-შემოხლა ადიგენში - მეჩეთის მინარეთის დემონტაჟის დროს 20 ადამიანი დააკავეს

ინციდენტი მოხდა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში, სადაც სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ პოლიციისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პოლიციამ აღნიშნული პირები მეჩეთთან არსებული მინარეთის დემონტაჟის დროს დააკავა. "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელის, ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, დემონტაჟს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სამართალდამცავების თანდასწრებით ახორციელებდა.

მინარეთის დემონტაჟის დროს მოსახლეობასა და პოლიციას შორის მომხდარი შეხლა-შემოხლისას 20 ადამიანი დააკავეს.

ამის შემდეგ ახალციხის პოლიციასთან 200-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად