loader

”ეს მიშასაც არ უქნია” - როგორ აფასებენ ადიგენში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”ეს მიშასაც არ უქნია” - როგორ აფასებენ ადიგენში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟს

www.sknews.ge ("სამხრეთის კარიბჭე") ადიგენის რაიონში, სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟის დროს მოსახლეობასა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველ მასალას ავრცელებს. ვიდეოში ნაჩვენებია აღშფოთებული ადგილობრივების რეაქცია, რომლებიც მომხდარს ”კომუნისტური ათეიზმის დროინდელ ქმედებად” აფასებენ.

როგორც ცნობილია, მინარეთის დემონტაჟის დროს მოსახლეობასა და პოლიციას შორის მომხდარი შეხლა-შემოხლისას 20 ადამიანი დააკავეს.

ამის შემდეგ ახალციხის პოლიციასთან 200-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

იხილეთ ასევე: ადიგენში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟის დროს მომხდარი დაპირისპირების კადრები