loader

პოლიციამ ერთი პირისგან სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციამ ერთი პირისგან სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-მ ერთი პირისგან სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ზვიად ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ზვიად ჩ-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 4 ცეცხლსასროლი იარაღი, ოთხი მჭიდი და 32 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია: "მაგნუმი 22", "ზიგ-ზაუერი", "ვალტერი" და "ჩე-ზე 75".
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ--ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).