loader

"თქვენი ამბავი ოქტომბერში დამთავრდება" - რატომ ითხოვს რადიო "ჰერეთის" მფლობელი გამოძიების ჩატარებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენი ამბავი ოქტომბერში დამთავრდება" - რატომ ითხოვს რადიო "ჰერეთის" მფლობელი გამოძიების ჩატარებას

ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" რადიო "ჰერეთის" მფლობელ რამაზ სამხარაძესა და მარეგულირებელი კომისიის წევრ ირაკლი მოსეშვილს შორის დებატები კამათში გადაიზარდა. საუბარი ეხებოდა მარეგულირებელი კომისიის მიერ რადიო "ჰერეთისთვის" თბილისში მაუწყებლობის ლიცენზიაზე უარის თქმას, რამაც რეგიონული მედიის წარმომადგენლების პროტესტი გამოიწვია. რამაზ სამხარაძემ მარეგულირებელი კომისიის წევრები კონკურენტი კომპანიის ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კომუნიკაციების კომისიის აღნიშულ გადაწყვეტილებას სასამართლო გზით გაასაჩივრებს.

თავის მხრივ ირაკლი მოსეშვილმა განაცხადა, რომ მას "თანამდებობაზე ჯვარი არ აქვს დაწერილი". მოსეშვილის თქმით, მან ჩათვალა, რომ სხვა კომპანიის კონცეფცია უფრო საინტერესო იყო და ამის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება.