loader

ჩემი ძმა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოკლეს - რას ყვება ლაფანყურში დაღუპული სპეცრაზმელის და - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩემი ძმა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოკლეს - რას ყვება ლაფანყურში დაღუპული სპეცრაზმელის და

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული არჩილ ჩოხელის დის, ხათუნა ჩოხელის ვარაუდით, მისი ძმა სპეცოპერაციის ადგილზე წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით იმისთვის მიიყვანეს, რომ მოეკლათ.

ლაფანყურის სპეცოპერაციიდან გუშინ წელი შესრულდა. სპეცოპერაციის დროს
დაიღუპნენ სპეცრაზმის ორი თანამშრომელი - არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური, სამხედრო ექიმი - ვლადიმერ ხვედელიძე.

შსს-ს მაშინდელი ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია 11 შეიარაღებული პირი, რომელთაგან შვიდი დუისის სასაფლაოზეა დაკრძალული.