loader

"არც იმედი მაქვს და არც ოცნება - მე ვიცი" - რაში დარწმუნდა სალომე ზურაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არც იმედი მაქვს და არც ოცნება - მე ვიცი" - რაში დარწმუნდა სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ელჩის, ფილიპ დიმიტროვის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის შეხვედრით კმაყოფილია. მისივე თქმით, ელჩს კანონმდებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

მან აღნიშნა, რომ ორშაბათს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანს საპრეზიდენტო კანდიდატად დასარეგისტრირებლად განაცხადს და დარწმუნებულია, რომ რეგისტრაციაში გაატარებენ.