loader

მუსლიმმა მრევლმა ბათუმში ახალი მეჩეთისთვის ტერიტორიის შემოსაზღვრა დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მუსლიმმა მრევლმა ბათუმში ახალი მეჩეთისთვის ტერიტორიის შემოსაზღვრა დაიწყო

მუსლიმი მრევლი ბათუმში, მეჩეთისთვის ტერიტორიის შემოსაზღვრას ახორციელებს. ისინი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე არიან შეკრებილნი და აცხადებენ, რომ ბათუმში მოქმედი მეჩეთი მრევლს ვერ იტევს, რის გამოც კიდევ ერთი მეჩეთი უნდა აშენდეს.

როგორც სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილემ ადამ შანთაძემ "პალიტრა ტვ"-ს განუცხადა, დღეს, შუადღის ლოცვის შემდეგ მრევლმა მოითხოვა ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ადგილის შერჩევა.

ადამ შანთაძის თქმით, აღნიშნული ტერიტორია თავისუფალია და შესაძლებელია, კიდევ ერთი მეჩეთი აშენდეს.

ბაგრატიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი აკონტროლებს.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად