loader

ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი ბათუმში და მისი უსინათლო გამარჯვებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი ბათუმში და მისი უსინათლო გამარჯვებული

ჟიურის უმაღლესი შეფასება და მაყურებლის ოვაციები ახალგაზრდა მომღერალმა შაბან მამედოვმა ემოციურად შესრულებული სიმღერის გამო დაიმსახურა.

12 წლის უსინათლო მუსიკოსი მარნეულიდან, პოპ-მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის, "ოქროს ნიჟარის" გამარჯვებული გახდა.

საერთაშორისო კონკურსის მონაწილეები საპროდიუსერო კომპანია "სტარ მედია პროდაქშენმა" კასტინგის პრინციპით შეარჩია. საქართველოს, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინისა და ბელორუსიის წარმომადგენლები ხუთკაციანმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაში უცხოელი პროდიუსერები, ჰოლივუდის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, საქართველოდან კი მომღერალი ანრი ჯოხაძე შედიოდა.
"ოქროს ნიჟარის" უკლებლივ ყველა მონაწილე კონკურსის მედია პარტნიორმა "პალიტრა მედიამ" გამომცემლობა "პალიტრა L "-ის წიგნებით - "დისქოვერის" საყმაწვილო ენციკლოპედიებით დააჯილდოვა, ხოლო ჟიურის წევრებს "ვეფხისტყაოსნის" რუსულენოვანი, სამგანზომილებიანი გამოცემა გადასცა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე