loader

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო იარაღი ამოიღო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1982 წელს დაბადებული ბესიკ მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბესიკ მ. თბილისში, ავტოსადგურ "ოკრიბას" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. საგამოძიებო მოქმედების დროს დაკავებულის კუთვნილი სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა "კალაშნიკოვის "-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 23 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი).