loader

ძლიერი ქარისგან მოგლეჯილმა სახურავმა ბათუმში 10 მანქანა "იმსხვერპლა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი ქარისგან მოგლეჯილმა სახურავმა ბათუმში 10 მანქანა "იმსხვერპლა"

ძლიერმა ქარმა ბათუმში, აღმაშენებლის N36-ში მდებარე ცხრასართულიანი კორპუსის ნაწილს სახურავი გადახადა. სახურავი ეზოში გაჩერებულ ავტომობილებს დაეცა.
10 ავტომობილს საქარე მინები, ძრავის ნაწილები და სალონები აქვს დაზიანებული. ასევე, კორპუსის მეცხრე სართულზე მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს, სადაც სახურავის ნაწილია გადახდილი, საყოფაცხოვრებო ნივთები გაუფუჭდა და საცხოვრებელი სახლი დაუზიანდა.
ერთ-ერთი დაზიანებული ავტომობილის მფლობელი ეთერ თურმანიძე დახმარებას მთავრობას სთხოვს.