loader

თურქი ინვესტორი იაშვილის კლინიკის მედპერსონალს ჯვრის ტარებას უკრძალავს და სექსუალურად ძალადობს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქი ინვესტორი იაშვილის კლინიკის მედპერსონალს ჯვრის ტარებას უკრძალავს და სექსუალურად ძალადობს?

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს თანამშრომლები ახალ მფლობელს, თურქულ-გერმანული კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" წარმომადგენელ თექინ ატიკს უნდობლობას უცხადებენ და მას მედპერსონალის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

ექიმებმა კლინიკის ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს და თექინ ატიკს საკუთარი პრეტენზიები წაუყენეს.

როგორც ექიმები აცხადებენ, თურქი ინვესტორი მედპერსონალს ინტიმური ურთიერთობების სანაცვლოდ ხელფასის გაორმაგებასაც ჰპირდება.

ვითარების გასაცნობად ადგილზე ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე მივიდა.

კლინიკაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს თექინ ატიკსაც. იგი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.

მედპერსონალი ატიკს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. კლინიკის თანამშრომლები აღნიშნული საავადმყოფოს სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ.

კლინიკაში გაკრული განცხადების თანახმად, იაშვილის კლინიკის მედპერსონალი დღეიდან თურქული ენის შესწავლას უფასოდ შეძლებს.

იხილეთ: სათვალთვალო კამერით გადაღებული იაშვილის კლინიკის თურქი ინვესტორი