loader

რას ედავებიან ახმეტელის თეატრის მსახიობები თბილისის მერიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ედავებიან ახმეტელის თეატრის მსახიობები თბილისის მერიას

ახმეტელის თეატრის მსახიობები თეატრის სარეკომენდაციო საბჭოს სხდომის დანიშვნასა და ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის სასწრაფოდ არჩევას მოითხოვენ.
ამასთან დაკავშირებით მსახიობებმა დღეს საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან გამართეს. მათი განცხადებით, ქალაქის მთავრობა სარეკომენდაციო საბჭოს სხდომის დანიშვნას აჭიანურებს.

მსახიობების პროტესტს დღესვე გამოეხმაურა მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა. ქაცარავას თქმით, სარეკომენდაციო საბჭოს წევრები უკვე დანიშნულნი არიან და ღია კონკურსი სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად დღეიდან გამოცხადდება.