loader

თეა წულუკიანი ჩემ მიმართ აგრესიას ვერ მალავს - თინა ბოკუჩავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თეა წულუკიანი ჩემ მიმართ აგრესიას ვერ მალავს - თინა ბოკუჩავა

იუსტიციის სახლში უწყებათაშორისი კომისიის ახალი შემადგენლობის მეორე სხდომა გაიმართა. როგორც შეხვედრის დაწყების შემდეგ გახდა ცნობილი, კომისია საქართველოს ხელისუფლებისადმი რამდენიმე რეკომენდაციას მოამზადებს, მათ შორის, თვითმმართველ ორგანოებში საკადრო ცვლილებების არჩევნებამდე შეჩერებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, კომისია მიიჩნევს, რომ ყველა უწყებამ, როგორც ეს გააკეთა თავდაცვის და ფინანსთა სამინისტროებმა, უნდა გამოსცენ შესაბამისი ინსტრუქციები და საკუთარ თანამშრომლებს განუმარტონ, რისი უფლებები აქვთ წინასაარჩევნო პერიოდში და რისი – არა. ამასთან, კომისია, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, პარტიებს შიდა დისციპლინის დაცვისკენ მოუწოდებს და აქტივისტებს სთხოვს, ერთმანეთის კამპანიას ხელი არ შეუშალონ.

უწყებათაშორისი კომისია დღეს გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბა. მას არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.