loader

ირაკლი ღარიბაშვილმა NDI-ს დელეგაციასთან წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილმა NDI-ს დელეგაციასთან წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ეროვნულ-დემოკრატული ინსტიტუტის" (NDI) დელეგაციის წინასაარჩევნო შემფასებელი მისიის წევრები მიიღო. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ მისურის შტატის ყოფილი მდივანი რობინ კარნაჰარი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად სტოკჰოლმში უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი პერ ეკლუნდი, ნიუ ჯერსის შტატის პირველი ქალი გუბერნატორი კრისტინ ტოდ უაიტმანი, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დემონ უილსონი, "ენ-დი-აის" ევრაზიის რეგიონალური დირექტორი ლორა ჯევეტი, "ენ-დი-აის" საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, წინასაარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტების მოქმედების აქტივობასა და საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.