loader

შსს-მ ბათუმში უკანონო იარაღი ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ბათუმში უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ბადრი ქ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბადრი ქ. მემედ აბაშიძის და ზვიად გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას რევოლვერის ტიპის ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).