loader

ძლიერი წვიმა და ქარი ფოთში - შტორმის სიძლიერე 5-6 ბალია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი წვიმა და ქარი ფოთში - შტორმის სიძლიერე 5-6 ბალია

ფოთში ძლიერი წვიმა და ქარია. უხვი ნალექის გამო დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, თუმცა ზარალთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

ფოთის სანაპიროსთან შტორმის სიმძლავრე 5-6 ბალს აღწევს, რის გამოც ფოთის პორტის მუშაობა სრული დატვირთვით ვერ ხერხდება. აღნიშნულის მიუხედავად, ამ დროისთვის ქალაქში სტაბილური ვითარებაა, მოსახლეობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.

რაც შეეხება წუხანდელ უამინდობას, ფოთში განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია. ფოთის სამაშველო სამსახურის უფროსის, თენგიზ ხაზალიას განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ, თუმცა მათთან არც ერთი გამოძახება არ დაფიქსირებულა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე