loader

"ღმერთთან ახლოს" - კაცხის სვეტი და ბერი მაქსიმე ცნობილ ბრიტანულ გამოცემაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღმერთთან ახლოს" - კაცხის სვეტი და ბერი მაქსიმე ცნობილ ბრიტანულ გამოცემაში

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail კაცხის სვეტსა და იქ მოღვაწე ქართველ ბერზე წერს. სტატიის ავტორის თქმით, 59 წლის ბერი მაქსიმე ქავთარაძე მონასტერში 20 წელია მოღვაწეობს. როდესაც ბერი მაქსიმე კაცხის სვეტს ტოვებს, სახელდახელოდ გაკეთებულ კიბეს იყენებს. მას 40 მეტრი სიმაღლის სვეტის გასავლელად 20 წუთი სჭირდება. ბერი სვეტს კვირაში მხოლოდ ორჯერ ტოვებს, რათა მიმდევრებთან ერთად ილოცოს.

"აქ ისეთი სიწყნარეა, ღმერთთან სიახლოვეს გრძნობ", - ციტირებს ბერის სიტყვებს Daily Mail-ი. მისი სტუმრები მხოლოდ მღვდლები და ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფია, რომლებიც მონასტერში სიმშვიდესა და ნუგეშს ეძებენ.

"როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვსვამდი, ყველაფერს ვყიდდი. როდესაც ციხეში აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ ცვლილებების დრო დადგა. აქ, მთებში მეგობრებთან ერთად მოვდიოდი და იქიდან ამ ადგილს ვუყურებდი, ადგილს, სადაც მიწა ცას ერწყმის. ვიცოდით, რომ სვეტზე ბერები ცხოვრობდნენ და მათ პატივს ვცემდი", - ამბობს ბერი მაქსიმე.

ის 1993 წელს ბერად აღიკვეცა, კაცხის სვეტზე ავიდა და ახალი ცხოვრება დაიწყო. ბერმა მაქსიმემ და ადგილობრივებმა ეკლესია აღადგინეს და კელია ააშენეს, სადაც ბერი ცხოვრობს. ის მთელ დღეებს კითხვასა და ლოცვაში ატარებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-
ზე