loader

ნატო-ს წვრთნები ბათუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნატო-ს წვრთნები ბათუმში

ნატო-ს საზღვაო სარდლობის ინიციატივით ე.წ "საპორტო ვიზიტის" ფარგლებში, ბათუმის პორტში, შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების და ბათუმის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებისთვის ერთობლივი წვრთვნები გაიმართა. ტრენინგის მიზანია უწყებებს შორის კრიზისულ სიტუაციებში კოორდინირებული რეაგირების არსებული მექანიზმების გამოცდა და დემონსტრირება.

წვრთნები წინასწარ მომზადებული სცენარის მიხედვით ჩატარდა, გერმანულ საფლაგმანო გემზე MOSEL მოეწყო ხანძრის სიმულაცია. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ, პორტის უსაფრთხოების სამსახურმა და ბათუმის მუნიციპალურმა სამაშველო სამსახურმა.

ტრენინგში ჩართულები იყვნენ შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ის, საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების ბათუმის სამმართველოს თანამშრომლები.