loader

შსს-მ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. შსს-ი მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული დავით ა, 1969 წელს დაბადებული კობა მ. და 1959 წელს დაბადებული ნოდარ კ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დავით ა. და ნოდარ კ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისში, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე დააკავეს. ნოდარ კ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია "პი-ეს-ემ"-ის მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 8 ვაზნა. დაკავებული დავით ა-ს საცხოვრებელი ბინიდან, საგამოძიებო მოქმედებების დროს, სამართალდამცველებმა "საიგას" მოდელის 2 შაშხანა, 1 მჭიდი და 3 ვაზნა, ასევე, "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 763 ვაზნა ამოიღეს.

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული კობა მ-ს დაკავება კი მის საცხოვრებელ ბინაში მოხდა. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედების დროს სხვადასხვა ტიპის იარაღის ნაწილები და 208 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს ( სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით).