loader

მედია-რთველი ყვარელში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მედია-რთველი ყვარელში

მედიის წარმომადგენლებმა ერთი დღით მიკროფონები, ვიდეოკამერები და დიქტოფონები გვერდით გადადეს და ყვარელში, რთველში მიიღეს მონაწილეობა.

"მეღვინეობა ხარებას" ორგანიზებით, ჟურნალისტებმა ძალები ყურძნის კრეფაში მოსინჯეს და შრომაში გართულებმა აღიარეს, რომ ყურძნის კრეფა რეპორტაჟების მომზადებაზე ადვილი არ ყოფილა.

შეჯიბრის მორიგი ეტაპი დაკრეფილი ყურძნის დაწურვა და ჩურჩხელების ამოვლება იყო. მედიის წარმომადგენლების მიერ დაწურული ყურძენი საგანგებო რეზერვუარში შეინახეს, დაღვინების შემდეგ კი რთველში მონაწილე მედიასაშუალებების სახელობით ღვინოებს ჩამოასხამენ.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-
ზე